ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს, მოთხოვნები კი კვლავ უცვლელი რჩება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხია. ამასთანავე, ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ იჩენს თავის არაჰუმანურ და ამორალურ დამოკიდებულებას, საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი აკაკი მინაშვილი.
დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები, 14:00 საათზე, საპროტესტო მსვლელობას ავტომობილებით შემდეგ ლოკაციებზე გამართავენ:
რესპუბლიკის მოედანი.
აღმაშენებლის ხეივანი #138 (ცესკოს შენობასთან).
კახეთის გზატკეცილი 45ა (ენმ ცენტრალური ოფისთან).