გერმანიის ელჩი საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკაზე შეშფოთებას გამოთქვამს. ელჩი ამბობს, რომ გერმანია მზად იყო საქართველოში ვაქცინა ჩამოეტანა, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ იცრება, ამის საჭიროება არ დადგა.
"შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე - ნება მომეცით დრამატული მეტაფორა გამოვიყენო - ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება. ძალიან ბევრი ადამიანი არ აიცრა სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მზად გვქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სხვადასხვა სახის ლოკდაუნი. ერთი რამ ცხადია: არ შეიძლება კოვიდი ხანგრძლივ მდგომარეობად იქცეს - არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან," - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.