დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს დაჟინებით მოუწოდებს შეწყვიტოს შიმშილობა:
"მე როგორც ექიმი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა. მისი ჯანმრთელობისთვის ეს უკვე ცეცხლთან თამაშია. იქ ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. ამიტომ, მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს რომელიც შექმნილია. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია, ვინც არ უნდა იყოს ის,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.