16 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზანი დღესავით ნათელია, როგორმე გაიყვანონ სააკაშვილი ციხიდან - კობახიძე ოპოზიციას "პოლიტიკური მახის" დაგებაში დანაშაულებს

"ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ "აბსურდის თეატრს" უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ოპოენენტების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მუდმივი აპელირება ერთგვარი ახირება და "პოლიტიკური მახის" დაგების მცდელობაა. 

"არავითარი კრიზისი არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობდა თავის დროზე, ყველაფერი იყო ხელოვნური, ახლაც არის აბსოლუტურად ხელოვნური, თუმცა ამას ხელოვნურ კრიზისსაც ვერ დავარქმევთ. საზოგადოება ხედავს ყველაფერს ისინი ხალხს ვერ აგროვებენ და ცდილობენ მიმართონ ისეთ ფორმას, რომელსაც ხალხის შეგროვება არ სჭირდება, ეს არის პოლიტიკური მხარე. რაც შეეხება თვითონ მოთხოვნას, მოთხოვნა არის აბსურდული და უკვე სრული აბსურდის თეატრი არის რასაც ჩვენ ვხედავთ.

რაც შეეხება, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ისინი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ თითქოს ჩვენი მხრიდან არის რაღაც ახირება, მისი არ გადაყვანა, სინამდვილეში ხდება რა, თქვენ წარმოიდგინეთ, 2 კვირაზე მეტია ისინი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას აყენებენ და თქვენ ხედავთ, რომ ორი კვირის განმავლობაში ამ მოთხოვნის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყოო სააკაშვილის ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო კლინიკაში ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდი.

წარმოიდგინეთ ამ ორი კვირის განმავლობაში რა იქნებოდა სამოქალაქო კლინიკაში, სამოქალაქო საავადმყოფოსთან. ერთი, რომ იქნებოდა ადამიანი ციხის გარეთ, რომელიც უნდა იყოს ციხეში, გაუგებარი მიზეზით, თანასწორობა უნდა იყოს დაცული ყველას მიმართ. ასევე იქნებოდა მუდმივი რისკი, იქ საჭირო იქნებოდა სამართალდამცველების მობილიზაცია, აბსოლუტურად არასაჭირო. მაშინ, როდესაც შეიძლება სხვაგვარად განვითარდეს პროცესები. მცდელობები, და ა.შ. ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით გამოცხადებული, მიზანი არის, როგორმე გაიყვანონ სააკაშვილი ციხიდან, ეს არის დღესავით ნათელი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები