"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაციული ქმედებებზე გადასვლა, ვერცერთი სახელმწიფო და ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. ამ განცხადებით, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა უნდა მოხდეს.
ამასთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გორის ჰოსპიტალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "გორის სამხედრო ჰოსპიტალი არავითარი ფორმით არ არის განსაკუთრებულად დაცული:
"გორის სამხედრო ჰოსპიტალი არავითარი ფორმით არ არის განსაკუთრებულად დაცული. არის ქალაქის ცენტრში მერიის უკან და გალავანიც კი არ ყოფს ქუჩიდან. ამიტომ, აქაც შეცდომაში შეჰყავთ ხოლმე მოსახლეობა, ის არის ჩვეულებრივი სამოქალქო კლინიკის მსგავსი. და სააკაშვილის აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე რუსები გაიტაცებენ მას გორის ჰოსპიტალიდან. მარტივი კითხვა ისმის - თუ რუსებს შეუძლიათ მისი გატაცება გორის ჰოსპიტალიდან, მაშინ სხვებს რატომ არ შეუძლია. თუ ვინმემ მოინდომა უმძიმესი პროვოკაცია, რაზეც აქცენტი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, ოღონდ ვითომ რუსებზე საუბრობდა, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ ციხეში უზრუნველყოფილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.