პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი ჰქონდა ჩართულიყო სასამართლო პროცესიის მიმდინარეობაში, გლდანის N18 დაწესებულებამ ამისთვის სრული მზაობა გამოთქვა, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა დისტანციურ დასწრებაზე.
"იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სურვილი ჰქონდა სასამართლო პროცესზე ჩართულიყო და მიემართა სასამართლოსთვის, იმიტომ რომ სასამართლო არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო და ის უზრუნველჰყოს ბრალდებულის მოსმენა, მან ეს არ ისურვა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მან უარი თქვა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე. პანდემიის პირობებშიც და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით დისტანციურად ხორციელდება სასამართლო პროცესების განხილვა და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, მსგავსად სხვა ბრალდებულებისა თუ მას სურვილი ჰქონდა ჩაერთვებოდა დისტანციურად, სასამართლომ გახსნისთანავე დააფიქსირა მზაობა, ჩართული იყო N18 დაწესებულება, თუმცა ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა არ ისურვა სასამართლო პროცესზე დასწრება. თითქოს, მიხეილ სააკაშვილს ერთმევა უფლება მოსამართლის მხრიდან მოსმენილი იქნას, აბსურდია და ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ამ ხნის განმავლობაშ ვისმენთ ადვოკატებისგან,"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.