მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილიმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"პენიტენციური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პაციენტი სამედიცინო პერსონალი სრული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები - არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა და სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,"- განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილიმა.