16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ადამიანურად მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა - ნუგზარ წიკლაური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური "დღის კურიერის" ეთერში მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკურად გამართლებულია, თუმცა ადამიანურად გაუხარდებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტდა. 

"მე ადამიანს, რომელიც მასთან ვმეგობრობ, ცხადია ჩემთვის ამოსუნთქვა იქნებოდა, თუ შიმშილობას შეწყვეტდა, მაგრამ არსებობს მეორე - პოლიტიკური მხარე ამისი და ის ვითარება, სადაც დღეს ჩვენ ვართ. 

საქართველო არის დღეს ქვეყანა, რომელმაც უარყო ევროპული კურსი. ნელ-ნელა ვუახლოვდებით რუსეთს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც კონსტიტუციური უფლებები წაგვართვეს. ახლა პრეზიდენტთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ სიცოცხლის უფლებაც არის დაკარგული.

ის კადრები რაც ჩვენ ვნახეთ, ის კადრები, რომელიც გამოქვეყნდება. ეს არის ხელისუფლებისთვის საბრალდებო განაჩენი," - აცხადებს წიკლაური. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა. პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა.

მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

დღის ამბები