საფრანგეთის ბიზნეს-კონფედერაციის დელეგაცია მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ ბიზნესმენებს ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე და არსებული ბიზნესგარემოზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა პანდემიის შედეგებისა და პოსტკოვიდურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დეტალებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგ მეწარმეებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.