07 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
"გვქონდა მეგობრული საუბარი" - ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ელენე ხოშტარიას შეხვდნენ

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ორ დეპუტატებთან ერთად მივიდა.

კობახიძესთან ერთად ელენე ხოშტარიას ხვდებიან შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე.

"შეხვედრა გვქონდა ელენე ხოშტარიასთან. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გავცვალეთ ინფორმაცია რაღაც მოსაზრეები ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ზოგადად ამ პროცესებს უკავშირდება. ჩვენი თხოვნა მის მიმართ არის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა; გვქონდა მეგობრული საუბარი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ელენე ხოშტარია მე-15 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

დღის ამბები