"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიუღებელს უწოდებს.
"ბატონმა მეგრელიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თურმე არ სჯერა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შიმშილობის და დაიჯერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი მოკვდება და მაშინ იტყვის, რომ თურმე ცდება. მე ძალიან მწყინს ადამიანურად და საერთოდ, აღარც კომენტარი მინდა ამ ადამიანების მიმართ... იაგო ხვიჩიას არ ვერჩი, კონკრეტულად, მაგრამ მისმა პარტიის წევრმა მსგავსი ტიპის განცხადება რომ გააკეთა გუშინ, არ მგონია, რომ ადამიანურობასთან და რამე საღ აზრთან ყოფილიყოს ახლოს," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა, ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის არ სჯერა. "სააკაშვილი თუ მოკვდა ვიტყვი, რომ შევცდი" - განაცხადა მეგრელიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.