16 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ ვაპირებთ სადღაც მივარდნას ან საბოტაჟის გაკეთებას... ეს შეშინებული რეჟიმის პოზიცია, არ ვიცი, სადამდე უნდა გაგრძელდეს - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ ბრალდებები ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით სიცრუეა და მსგავს არაფერს აპირებენ. 

ბაჩო დოლიძე მსგავს განცხადებებს შეშინებული რეჟიმის პოზიციას უწოდებს.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მისთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მთავარია მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ ჩააკვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ძალიან ცუდი პროცესები დაიწყება.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ ვაპირებთ სადღაც მივარდნას ან საბოტაჟის გაკეთებას... ეს შეშინებული რეჟიმის პოზიცია, არ ვიცი სადამდე უნდა გაგრძელდეს მე პირადად ვერ გეტყვით," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები