16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
რატომ დაფრინავდა გლდანის ციხის თავზე ვერტმფრენი

ცოტა ხნის წინ, გლდანის საპატიმროს თავზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ - არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენები ავიაკომპანია "თუშეთის" ხაზებს ეკუთვნის.

ავიაკომპანია "თუშეთში" აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში შემოდიოდნენ, საჰაერო ნავიგაციის ინფორმაციით კი ვერტმფრენებს შეყოვნება უნდა გაეკეთებინათ.

"ვინაიდან ავიაკომპანია "თუშეთის" შვეულმფრენები თვეების განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდნენ, (ხელშეკრულებით ვმუშაობდით) დღეს უკვე საქართველოში ჩამოფრინდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის აეროპორტში შემოდიოდა სამგზავრო თვითმფრინავი საჰაერო ნავიგაციის გადმოცემით ვერტმფრენებს შეყოვნება უნდა გაეკეთებინათ. შეყოვნების ზონაა, როგორც გლდანის ტერიტორია ასევე, სართიჭალა. საჰაერო ნავიგაციის მოთხოვნა იყო, რომ ვერტმფრენები 2-3 წუთი შეყოვნებულიყვნენ, რომ თბილისის აეროპორტი გათავისუფლებულიყო,"- აცხადებენ ავიაკომპანიაში.

დღის ამბები