16 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
თუ პენიტენციური სისტემა მიიჩნევს, რომ თვითონ ვერ მართავს, რა თქმა უნდა გადაიყვანენ - ბექა დავითულიანი სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ბექა დავითულიანმა "დღის კურიერში" განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

​დავითულიანის თქმით, პენიტენციური სამსახურის პასუხისმგებლობაა პატიმრის ჯანმრთელობა და არა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების. ასევე მისი განცხადებით, პენიტენციური სამსახურის გადასაწყვეტია გადაიყვანს, თუ არ ექსპრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში. 

"თუ პენიტენციური სისტემა მიიჩნევს, რომ თვითონ ვერ მართავს და გადაუდებელი სპეციფიკური, ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რასაც იქ ვერ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, გადაიყვანენ. ნამდვილად არავის არ სურს და პირველ რიგში სახელმწიფოს და ხელისუფლებას, რომ მას პატიმარი გარდაეცვალოს.​ პენიტენციური სისტემის პასუხისმგებლობაა პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

დღის ამბები