ხმაური იყო ზუგდიდში, საკრებულოს სხდომათა დარბაზი მოშიმშილე ოპოზიციონერ დეპუტატებს, სამართალდამცველებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან", დღის პირველ ნახევარში სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და იქ ლეიბები გაშალეს, ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდნენ.
დღის მანძილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, საბოლოოდ მათ დარბაზი პოლიციამ დაატოვებინა, რომელიც ადგილზე ახლაც მობილიზებულია, ასევე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.