16 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
მოშიმშილე დეპუტატები და უცვლელი მოთხოვნა - როგორ პასუხობენ მმართველ გუნდში ოპონენტების პროტესტის უკიდურეს ფორმას

დეპუტატები მე-4 დღეა საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობას განაგრძობენ. მათი განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს, ამიტომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ.

ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას, ვერ ხედავენ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და ის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას იღებს. 

მე-15 დღეა პარლამენტში შიმშილობას განაგრძობს ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს მმართველი პარტიის ლიდერებმა მოინახულეს. შეხვედრის შემდეგ "დროას" ლიდერმა განაცხადა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფება, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. თუმცა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს რამდენიმე ვერსია შესთავაზა, რაც შეიძლება არსებულ სიტუაციაში გამოსავალი აღმოჩნდეს.

ოპონენტების მხრიდან, პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვა, რომ ვითარებას ვერ განმუხტავს, ამ საკითხზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდში. ისინი კანონმდებლებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას საფრთხედ აღიქვამენ.

დეპუტატების პარალელურად შიმშილობას განაგრძობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რუსთავის, ზუგდიდისა და ფოთის საკრებულოებშიც.

დღის ამბები