პარლამენტის ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ფრაქციის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ.
"ვიყავით შვიდნი ამ წუთისთვის დავრჩით ექვსნი, ვფიქრობ გამორჩეული წევრები გვყავს და მეამაყება მათთან ერთად მუშაობა. ჩვენ შევეცდებით შევინარჩუნოთ ფრაქციის სტატუსი.
ყველა შესაძლო კანდიდატთან მზად ვართ მოსალაპარაკებლად, ვინც მზად იქნება შემოუერთდეს ჩვენს ჯგუფს, რომ შევინარჩუნოთ ფრაქციის სტატუსი.
ფრაქციას გარკვეულწილად შინაარსი გამოაცალეს, დიდი განსხვავება აღარ დატოვეს პოლიტიკურ ჯგუფსა და ფრაქციას შორის, მე ვფიქრობ ამაში დიდი ტრაგედია არ არის, თუმცა შეიძლება დაიმატოთ ერთი ან ორი წევრი,"-აცხადებს ჯაფარიძე.