"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც, რომელიც იცის, რომ მართლაც შიმშილობს.
"გარწმუნებთ, რომ ამ რადიკალურ პოლიტიკურ ბანაკს არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო არეულობის რელსებზე გადაიყვანონ. ყველაზე ცუდი არის ის, რომ სააკაშვილის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს, როდესაც იცის, რომ პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს მის გამო, ის მხოლოდ პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც. ეს სახელმწიფოა და არა მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია, ან "ნაციონალური მოძრაობა", ეს საქართველოა, რომელიც აღარ დაბრუნდება სააკაშვილის მართვის სტილში,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.