16 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ასეთ ვითარებაში შიმშილობის შეწყვეტა არის ძალიან სახიფათო, არანაკლებ სახიფათო, ვიდრე შიმშილის გაგრძელება - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, გიული ალასანიამ. ექსპრეზიდენტის დედა საკანონდებლო ორგანოში, მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად გუშინ ღამით მივიდა, სადაც განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში შიმშილობის შეწყვეტა უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი გაგრძელება.

"მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა, როგორც კი მივიღეთ სტრასბურგიდან მოწოდება, მან მაშინვე შეწყვიტა, მაგრამ თვითონ ექიმები ამბობენ, რომ შიმშილობის ასეთ ვითარებაში შეწყვეტა, არის ძალიან სახიფათო, არანაკლებ სახიფათო ვიდრე ამ შიმშილის გაგრძელება.  შიმშილის შეწყვეტა უნდა მოხდეს უსათუოდ, სამედიცინო კონტროლის ქვეშ და არა სხვანაირად,"- განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ სასამართლოსთვის მიეწოდებინა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება ციხეში და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის. ამავე დროს, სასამართლომ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა.

დღის ამბები