16 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
კონსილიუმის უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსილიუმის უმრავლესობა არის "ნაცმოძრაობის"აქტიური მხარდამჭერი.

როგორც მდინარაძე განმარტვს, აღნიშნულმა ჯგუფმა მთავარ კითხვებს პასუხი ვერ გასცა.

"მე საერთოდ მგონია, რომ ეს კონსიოლიუმი იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო, მაგრამ პასუხები მთავარ კითხვებზე ვერ მივიღეთ, რა სამედიცინო საჭიროება, ან სამედიცინო სერვისი, მომსახურება ვერ მიიღო პაციენტმა სააკაშვილმა თუნდაც იმ დიაგნოზის ფარგლებში, რაც მათ დასვეს, დასვევს თუ არა მეორე საკითხია, მაგრამ იმ დიაგნოზების მიხედვით, რაც მათ დასვევს - რა სამედიცინო საჭიროება იყო და რა ვერ მიიღო. ან რომელია უფრო გამოცდილი კლინიკა საქართველოში შიმშილობის პროტოკოლის მართვაში, ამაზე პასუხები ვერ მივიღეთ. მიუხედავად ამისა, ადეკვატურები რომ ვიყოთ, სხვა მედიკოსების შესაბამისი ანალიზი გვჭირდება.

ეს არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი. თუ ობიექტურად დადასტურდება, რომ იმ პირობებში მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, მეც დაგიდასტურებთ, რომ გადასაყვანი იქნება. თუ ამის საჭიროება არ არის და დადასტურდება, რომ ახირებაა, ბუნებრივია, არ გადაიყვანენ.

შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს ადამიანები შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებული. მაგალითად, იმიტომ რომ ლომჯარიამ დამალა ორი ფაქტის შესახებ - ის, რომ ვისაც მადლობას უხდიდა სოციალურ ქსელში ერთი როგორც მე ვიცი, მისი მამიდაშვილი იყო - თუ არ ვცდები, ნაცვალაძე გვარად, ის იყო "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი. ამ ადამიანის დახმარებით შეიკრიბა ასევე აქტიური მხარდამჭერები, შეიძლება ყველა არა, ძირითადად, უმრავლესობა იმ კონსილიუმისა, რომელიც მან შექმნა. შესაძლებელია, ეს იყოს პოლიტიკური მიკერძოება, ძალიან სამწუხაროა თუ ეს არის, მაგრამ ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

დღის ამბები