16 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის ყოფის გასაუმჯობესებლად, ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს - იაგო ხვიჩია "მინისტრის საათზე"

პარლამენტი ”მინისტრის საათის” ფორმატში თეა ახვლედიანს უსმენს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს საქმიანობის ანგარიშს აცნობს. ამის შემდეგ პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება. შერიგების სამინისტროსთან დაკავშირებით განსხვავებული იმედები და დამოკიდებულებები აქვთ მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს.

შეხვედრას ესწრება პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიაც. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის ყოფის გასაუმჯობესებლად, ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს. შესაბამისად, დიდ მოლოდინს ვერ ამყარებს, რომ "მინისტრის საათი"საინტერესო იქნება.

შეხვედრას,  ასევე,  ესწრება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუაც.მისი  თქმით, მოისმენენ თეა ახვლედიანის ანგარიშს, თუ რა გაკეთდა და რა კეთდება იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაიცვან და ის გატაცებები, რომლებსაც ოკუპირებული მხარე აწარმოებს, რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ამის შესაჩერებლად, ასევე განხილული იქნება პანდემიასთან ბრძოლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს.  

"მინისტრის საათს" უსმენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაზე მტკივნეული საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. ასევე ოკუპანტი რუსეთი, რომელიც მუდმივად ახდენს საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსირებას. ამიტომ დეპუტატებს ექნებათ კითხები რა კონკრეტული ნაბიჯები და გეგმები აქვს სამინისტროს ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები