პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. ადმიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატებს კომიტეტის ფარგლებში სურთ გლდანის 18-ე დაწესებულებაში მისვლა, სამედიცინო პერსონალთან პირადად გასაუბრება და ვითარების ადგილზე გაცნობა.
უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ პროცესში ოპოზიციაც ჩაერთოს, თუმცა ოპონენტები უარზე არიან. მიხეილ სარჯველაძემ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ბიურომ გადასცა 1 383 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით.
"დღეს გვაქვს დაგეგმილი კომიტეტის ფორმატში, რომ ვიზიტი გვქონდეს შესაბამის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან და შესაბამისად, ესეც დაგვეხმარება საიმისოდ, რომ ამ პეტიციასთან მიმართებაში სწორი, მწყობრი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული.
მიმდინარეობს, ასევე, საუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც, რომ ისინიც იყვნენ ჩართული პროცესში და ვნახოთ, ველოდებით მათგან თანხმობას და პოზიციას ამის ირგვლივ,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.