წამება და არაადამიანური მოპრყობა. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ქილერა პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა, საუბარია 2011 წლის მარტში პატიმრის წამებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხევაში, მუხაძეს თხუთმეტ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მამუკა მდინარაძის თქმით, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს იმას, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს აწამებდნენ, ცემდნენ, აუპატიურებდნენ და საკუთარ ჩვენებებს აჭმევდნენ.
"ეს არის საშინელი კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ. ადამიანების წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ექიმების ჯგუფი “, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ძველ საქმეებს მაშინ იყენებს, როდესაც პოლიტიკური კრიზისი ეწყება.
"როდესაც პოლიტიკური კრიზისი აქვთ ასეთ საქმეებს გამოაგდებენ ხოლმე. ეს ყველაფერი მათ ჰქონდათ და აქამდე უნდა გამოეძიებინათ. ჩვენი რიგებიც გაიწმინდა და შეიცვალა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეს ყველამ კარგად იცის,"- აცხადებს ბეჟაშვილი.
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.