16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ახლაც რომ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება, გარკვეული შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს - სერგო ჩიხლაძე სააკაშვილზე

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ არ უვლიან. 

"ყოფილა დიაგნოზები, რომელიც უნდა დასმულიყო და ვერ დაისვა. ახლაც რომ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება, გარკვეული შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს. 

განსაკუთრებით, კუჭნაწლავის სისხლდენის ამბავი, რომელიც ერთ-ერთმა დეპუტატმა გამოიტანა და არც ვიცოდით. ესეც დაუსმელ დიაგნოზებშია ჩამოთვლილი. 

შესაბამისი მოვლა პატრონობა არ აქვს პაციენტს,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე და ამბობს, რომ სააკაშვილი რომ მოეთავსებინათ მრავალპროფილურ კლინიკაში, დაუსმელი დიაგნოზები არ დარჩებოდა.

დღის ამბები