16 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"მომეცით იმის უფლება, რომ ეჭვი შევიტანო ნინო ლომჯარიას მიუკერძოებლობაში" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილს ნინო ლომჯარიას მიუკერძოებლობაში ეჭვი შეაქვს. როგორც მათიკაშვილი ამბობს, სახალხო დამცველი, ძირითადად, საზოგადოებას ევლინება მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" უფლებების დამცველად.

"მომეცით იმის უფლება, რომ ეჭვი შევიტანო ნინო ლომჯარიას მიუკერძოებლობაში, რადგანაც ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ძალიან ხშირად, ჩვენს საზოგადოებას ევლინება არა როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოების უფლებების დამცველი, არამედ განსაკუთრებულად სააკაშვილის და განსაკუთრებულად ნაციონალური მოძრაობის უფლებების დამცველი.

უფლებების დაცვის კუთხით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არის ისეთი რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას და არც ერთ ფიგურას, მიუხედავად იმისა, ის ციხეშია თუ ციხის გარეთ, ნამდვილად, ასეთი რადიკალური დახმარება უფლებრივი მდგომარეობისა არ სჭირდება.“ - ამბობს დავით მათიკაშვილი

დღის ამბები