16 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
გლდანის ციხის საავადმყოფოს პირობების შესამოწმებლად "ქართული ოცნების" დეპუტატები მიდიან

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები გლდანის № 18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიდიან.

პარლამენტის ვიცესპიკერი დავით სერგეენკო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პირადად გაეცნობიან რა პირობებია და რა სამედიცინო აღჭურვილობა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელშიც პატიმარი ექსპრეზიდენტია მოთავსებული. როგორც წინასწარ ითქვა, ისინი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ აპირებენ, თუმცა გაესაუბრებიან სამკურნალო დაწესებულების პერსონალს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვესტუმროთ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო ნაწილს, რათა უშუალოდ მოვინახულოთ ის შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია მოშიმშილე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მკურნალობისთვის. რა თქმა უნდა, ექიმების მოსაზრებას პატივს ვცემთ, ვითვალისწინებთ, თუმცა მისი შესაბამისობა, ჯობია, რომ ჩვენი თვალით ვნახოთ. ჩვენ ადგილზე გავესაუბრებით პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის ამ პროცესში. ვფიქრობთ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად ობიექტური ინფორმაცია დაიდოს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები