16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროში ორივე კონსილიუმის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს - შეხვედრას გიული ალასანიაც ესწრება

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმღტელობის გამო შექმნილი ორი კონსილიუმის წევრები იმყოფებიან. სამინისტროში ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის დედაც მივიდა.

 "ისიც არ ვიცი, არის თუ არა მინისტრი. ამ დაწესებულებიდან დამირეკეს 2 საათის წინ და მითხრეს, რომ 9-ზე მივსულიყავი. ჯერჯერობით, საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ - ეს ზუსტად ვიცი,"-განაცხადა გიული ალასანიამ. 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის წევრები და სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წარმომადგენლები  შეხვედრაზე ერთად იმყოფებიან, რომელიც ზუსტად 9 საათზე დაიწყო.

დღის ამბები