16 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას განაგრძობს - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კონსილიუმის წევრები გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას განაგრძობს - საქმე ეხება მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დროს შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეს.

სამსახური სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა. კარდიოლოგ ზურაბ ფაღავას განცხადებით, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. 

"შემეკითხნენ მოპყრობასთან დაკავშირებით, როგორ ეპყრობოდნენ მას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, მას ეპყრობოდნენ ძალიან კარგად. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში მას ეპყრობოდნენ ძალიან კარგად, დანიშნულება სრულდებოდა და მისი მდგომარეობა 19-ში უკეთესი იყო, ვიდრე 23-ში,"- განაცხადა ზურაბ ფაღავამ. 

დღის ამბები