16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი გლდანის ციხეში იმყოფება

გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში "ქართული ოცნების" დეპუტატების გარდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც იმყოფება, ამის შესახებ ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ხატია დეკანოიძის თქმით, მას რამდენიმე წუთიანი საუბარიც ჰქონდა იუსტიციის უწყების ხელმძღვანელთან, რა დროსაც ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობაზე ესაუბრა. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს, დღეს გონება დაკარგა და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. ის ამჟამადაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული და სტაბილურია. 

ექიმთა კონსილიუმების წევრები მიიჩნევენ ,რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა იქნას გადაყვანილი. იგივე მოთხოვნა აქვს ოპოზიციასაც. თავად მიხეილ სააკაშვილმაც კი შიმშილობის შეწყვეტის პირობად სწორედ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაასახელა. მმართველი გუნდი გლდანის ციხის საავადმყოფოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის ადეკვატურ დაწესებულებად მიიჩნევს, უცნობია შეიცვლება თუ არა მათი პოზიცია დღეს მომხდარი შემთხვევის გამო.

დღის ამბები