16 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ექსპრეზიდენტისთვის სამართლიანი მოპყრობა და გაითვალისწინოს მის საქმეზე სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრის შემდეგ. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეაფასებს სააკაშვილის ჯანმრთელობას და განიხილავს სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას ციხის საავადმყოფოში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე მისი სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბ-ნ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებს პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს,"- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დღის ამბები