ავსტრიის პარლამენტმა სებასტიან კურცს, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, იმუნიტეტი მოუხსნა.
ავსტრიის ყოფილი კანცლერი, თანამდებობიდან გასულ თვეს გადადგა. გადაწყვეტილება 35 წლის ავსტრიის მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.
ბრალდების თანახმად, კურცმა საკუთარი იმიჯის კარგად წარმოჩენისთვის, ბიუჯეტის ფული ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების დასაფინანსებლად გამოიყენა. ყოფილი კანცლერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.