შეერთებული შტატები, ჩინეთში დაგეგმილი ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს განიხილავს, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მიზეზი კი ისაა, რომ ვაშინგტონი ჩინეთის ხელისუფლებას "უიღური" მუსლიმების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებში სდებს ბრალს, რასაც პეკინი უარყოფს.
ოლიმპიური თამაშები პეკინში 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე არის დაგეგმილი.