ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან დაკავშირებით მის როლს.
"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მის როლს. ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი.
ის, რაც ჩვენ გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორიენტირება
რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მიმაჩნია, რომ ჩიხიდან და კამათიდან შესაფერის მოქმედებაზე გადასვლის დროა, რათა, ამ გზით, მოგვარდეს სიტუაცია," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.