პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე მნიშვნელოვანი და გონივრული უწოდა:
"ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და გონივრულია, რომ შეთავაზება მოხდეს ისეთი ვარიანტისა, რომელიც ყველა მხარის გამოთქმულ ვარაუდებს აწესრიგებს. ეს იქნება კლინიკა, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა სამედიცინო რისკის დაზღვევა და ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების იდეალურად მართვა. გარდა ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებაში ის, რომ ამით შესაძლებელია სხვა ადამიანების შიმშილობა შეწყდეს,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.