16 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არის კარგი გადაწყვეტილება, რომელსაც კარგი მიმღებლობა სჭირდება - დიმიტრი ხუნდაძე

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგია, რომელსაც ასევე კარგი მიმღებლობა სჭირდება. მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საჭიროა. 

"იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არის კარგი გადაწყვეტილება, რომელსაც კარგი მიმღებლობა სჭირდება. ჩვენ მოშიმშილეებს მივეცით შესაძლებლობა, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, ამით გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და ამით დაიცვან საზოგადოებაში უსაფუძვლო და ზიანის მომტანი დაძაბულობა. შერჩეულია კლინიკა, რომელიც არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით და აღჭურვილი უახლესი აპარატურით. ასე, რომ იქ იქნება ყველა შესაძლებლობა, რაც მოთხოვნადი იქნება ასეთი პაციენტისათვის,"- აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე. 

მოშიმშილე ექსპრეზიდენტი კვლავ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაშია მოტავსებული

დღის ამბები