16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
მივესალმები ელენე ხიშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით - გივი მიქანაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას, შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს პირველი შედეგია იმ გადაწყვეტილების, რაც დღეს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. 

"მივესალმები მის გადაწყვეტილებას, ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი იყო ორიენტირებული კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის უზრუნველყოფაზე. პირველი შედეგი კი, ელენე ხოშტარიას მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა არის,"- განაცხადა გივი მიქანაძემ

​პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია 16 დღე შიმშილობდა. 

დღის ამბები