25 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
ანზორ მელია - გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შესაძლებელია ყოველწამიერი მონიტორინგი ჩაუტარდეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა - ამის შესახებ ანზორ მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა დათანხმდეს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

"გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შესაძლებელია ყოველწამიერი  მონიტორინგი ჩაუტარდეს, ამიტომ, აუცილებლად უნდა დათანხმდეს, ამით თავის თავსაც გადაარჩენს, ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძესაც გადაარჩენს და ათეულობით მოშიმშილეს," - განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პასუხი ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.

 

დღის ამბები