26 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა, სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ექიმები უკვე ელოდებიან

პატიმარი ექსპრეზიდენტისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოწყობილია სპეციალური პალატა - ჰოსპიტალში მიხეილს სააკაშვილს უკვე ელოდებიან.

გადაყვანისთანავე მიხეილ სააკაშვილი პირობის თანახმად შიმშილობას შეწყვეტს. 

ცნობილია, რომ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება განსაკუთრებული პაციენტის პარალელურად, ჩვეულ რეჟიმში მიიღებს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს.

მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ, ექიმები მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ელოდებიან. 

დღის ამბები