16 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
არანაირი სპეციფიური რისკი მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებაზე არ არის, სამედიცინო დანიშნულების ავტომობილით გადავიყვანთ და პერსონალიც გაყვება - დავით სერგეენკო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა საჭიროა ექსპრეზიდენტმა შიმშილი მალევე შეწყვიტოს და რეაბილიტაციის პერიოდი დაიწყოს. 

"მე თვითონ სააკაშვილი არ მინახავს, კოლეგებს გავესაუბრე და გავეცანით ანალიზების პასუხებს. ანალიზების პასუხების შემდეგ ვიტყვი, რომ შიმშილობის ფონზე ექიმებმა სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნეს. 

ახლა მთავარია, რომ ამ ადამიანმა მალევე შეწყვიტოს შიმშილობა და დაიწყოს რეაბილიტაციის პერიოდი. 

საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილზე უფრო მძიმე პაციენტების ტრანსპორტირება მომხდარა გართულების გარეშე. არანაირი სპეციფიური რისკი მის გადაადგილებაზე არ არის, სამედიცინო დანიშნულების ავტომობილით გადავიყვანთ და პერსონალიც გაყვება, რომლებიც პროფესიონალები არიან,"- აცხადებს დავით სერგეენკო. 

დღის ამბები