"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალთან, სადაც მსჯავრდებულ ესპრეზიდენტს გადაიყვანენ, არავინ მივა და პროვოკაციას ადგილი არ ექნება.
"ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირადად მე და ბევრი ჩემი მეგობარი არაერთ ეთერში ვაფიქსირებდით, რომ იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობდა პენიტენციალური სისტემის იმ ოთახის დატოვებას, რასაც მე საავადმყოფოს ვერ დავუძახებ, ჩვენ მზად ვიყავით და ვთქვით, რომ არცერთი ჩვენი მხარდამჭერი იქ არ მივიდოდა.
შესაბამისად, ვუზრუნველყოფდით იმ პანიკურ შიშს, რომელიც გააჟღერა კობახიძემ. ეგ თუ იყო პრობლემა ეთქვა დალოცვილს და ჩვენ შემხვედრ ნაბიჯს გადავდგამდით და დავასრულებდით იმ საშინელებას, რაც დღეს დასრულდა.
გორს არ მიეკარება არცერთი ადამიანი, არავის მივცემთ საშუალებას, რომ იქ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქ ჩავა, აღიქმება პროვოკაციად და ამას არ დავუშვებთ,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.