16 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს სააკაშვილის საქმეზე მე-3 მხარედ ჩართვაზე უარი განუცხადა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს დროებითი ზომის ფარგლებში სააკაშვილის საქმეზე მე-3 მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა.

ომბუდსმენის თქმით, სტრასბურგმა მათ მისწერა, რომ მსგავს პროცედურას სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა იწყება. სააკაშვილის საქმეზე კი, ჯერ არსებითი განხილვა არ დაწყებულა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, შაბლონური აკრძალვა, რომ დროებითი ზომის ფარგლებში მე-3 მხარის ჩართვა არ შეიძლება, სტრასბურგს არ აქვს, თუმცა სასამართლოში ასეთი დამკვიდრებული პრაქტიკა არსებობს - ამის შესახებ ომბუდსმენმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა სცადა ამ პროცესში მე-3 მხარედ ჩართვა, თუმცა სასამართლომ პროცედურული მოტივით უარი განაცხადა. ლომჯარიას თქმით, ისინი სტრასბურგს მიმართავენ, როდესაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

დააკმაყოფილა თუ არა სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების 

დღის ამბები