16 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ელენე ხოშტარია პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალში" გადის - როგორია დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ელენე ხოშტარია რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალში" გადის. დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში ცოტა ხნის წინ ისაუბრეს. ექიმის განცხადებით, ხოშტარია თავს კარგად გრძნობს, მას გადასხმები გაუკეთდა, მიიღო მცირე ულუფაც, რომლის მოცულობაც კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება. 

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რის სტაბილური. ანალიზებით რის დამაკმაყოფილებელი სიტუაცია. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების მერე დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა," - აცხადებს "ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგი ალექსანდრე მხარგრძელი.

პროტოკოლის თანახმად დეპუტატმა კლინიკა ერთ კვირაში უნდა დატოვოს. "დროას" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იშიმშილა.

დღის ამბები