16 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
50 დღიანი შიმშილობა დასრულებულია - როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ   

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გუშინ გადაიყვანეს, ექიმთა კონსილიუმს ელოდებიან. "კურიერის" ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

50 დღიანი შიმშილობა დასრულებულია. ახლა კი, რეაბილიტაციის კურსი იწყება.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი იქ გუშინ ღამით გადაიყვანეს, ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება სრულად იქნება უზრუნველყოფილი, სწორედ ამიტომ დათანხმდა ექსპერზიდენტი შეეწყვიტა უკიდურესი პროტესტი.

ექსპრეზიდენტი თბილისიდან ორი რეანომობილით, სასჯელაღსრულების მანქანისა და საპატრულო ავტომობილის თანხლებით გადაიყვანეს. ექსკორტს მიყვებოდნენ პატიმრის ადვოკატები და პირადი ექიმი. პალატას, სადაც მიხეილ სააკაშვილი განათავსეს, გაუკეთდა გისოსები, რათა უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული.

დღის ამბები