16 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები შიმშილობის დასრულების შემდეგ - ოპოზიციის ნაწილი საპარლმენტო ბოიკოტს წყვეტს

როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, მას შემდეგ რაც ოპოზიციის მთავრი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. მოშიმშილე დეპუტატებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი უკვე თქვეს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიტიკური ბოიკოტის გაგრძელებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ 2 მთავარი მოთხოვნა ჯერ კიდევ დღის წესრიგშია.

"ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი კვლავ რჩება უკანონო პატიმრად და ჩვენი ბრძოლა მისი უკანონო პატიმრობიდან დახსნისთვის გაგრძელდება და ამასთან ერთად ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტს, ეს ბოიკოტი ჯერჯერობით ძალაშია" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი. მისი თქმით, ბრძოლის ფორმები მშვიდობიანი უნდა იყოს.

სპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს პარტია "ლელო", თუმცა როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს ოპოზიციასთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად. გრიგოლ გეგელია სააკაშვილის საქმის პოლიტიზირებაზეც საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძეც. ის ასევე ეთანხმება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის იდეას და მიიჩნევს რომ სწორედ ვადამდელი არჩევნები იქნება ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის მთავარი საშუალება. "სტრატეგია აღმაშენებელი" აქციებში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნით მათი ნაწილი პარლამენტში შიმშილობდა.

დღის ამბები