მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორის სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგი აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მას გამოძიების ფედერალური ბიუროს ინსტრუქტორები და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც.