16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
ვის რა გეგმა აქვს და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში - ოპოზიციაში მოსაზრებები განსხვავებულია

შიმშილობის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ახლა განსაკუთრებით საინტერესოა ვის რა გეგმა აქვს და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში.

მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ უკვე თქვა, რომ საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ, თუმცა მათი კონკრეტული სტრატეგია ამ დრომდე უცნობია, მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის თქმით, ყველა დაშვებული მეთოდებით იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, სამართლიანი სასამართლო, პატიოსანი და გამჭვირვალე არჩევნები.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია აქცენტი გადავიდეს საპარლამენტო საქმიანობაზე. თუმცა მისი თქმით, საეჭვოა, რომ სტაბილურ კალაპოტში დაბრუნება მალე მოხერხდეს, რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ სხვა თამაშს თამაშობს, "ნაციონალური მოძრაობა" კი მოსახლეობას ახალ სიურპრიზებს ჰპირდება.

შეგახსენებთ, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნით მათი ნაწილი პარლამენტში შიმშილობდა. 

დღის ამბები