16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" დესტაბილიზაციის მისწრაფება, ემთხვევა რუსეთის მისწრაფებას - გიორგი ვოლსკი

მსჯავრდებული მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის გორის  ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მათი სამომავლო მიზანი, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან:

"გუშინვე თქვეს, სწორი გადაწყვეტილებაა რომ სააკაშვილი გადადის გორის ჰოსპიტალში, თუმცა ისინი აგრძელებენ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ნაცვლად იმისა, რომ დაეწყოთ შიდა პოლიტიკური შეჯიბრი, მათ შორის ხელისუფლებასთან სხვადასხვა კანონპროექტებთან და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში, პირდაპირ დააანონსეს, რომ ჩვენ ისევ ვიქნებით ქუჩაში, ჩვენ ისევ გვინდა ბრძოლა და რადიკალიზმი და მოიგონეს, რომ ახლა უნდათ რიგგარეშე არჩევნები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს რომ ნაცმოძრაობს დესტაბილიზაციისკენ აქვს მისწრაფება, რაც რუსეთის მისწრაფებებს ემთხვევა:

"ნაცმოძრაობას მეტი რესურსი არ გააჩნია არც ინტელექტუალური არც პოლიტიკური გარდა იმისა, რომ სულ მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის მუქარაში. მაგრამ ეს არ არის გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფის მისწრაფება, ეს მისწრაფება ემთხვევა იმას, რომელიც გააჩნია რუსეთს," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნით მათი ნაწილი პარლამენტში შიმშილობდა.

დღის ამბები