მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიესალმება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
"მივესალმები ამ ნაბიჯებს და იმედი მაქვს ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი გადამწყვეტ საკითხებად რჩება," - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.