16 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა სრულად კონტროლირებადია, იღებს საკვებს სქემის მიხედვით - კონსილიუმის შეფასება და გადაწყვეტილებები

გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მიხეილ სააკაშვილთან მყოფმა კონსილიუმის წევრებმა უკვე დატოვეს. მათი განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული და სტაბილურია:

"ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა შეგვეფასებინა. მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებული და სტაბილურია. პაციენტს უტარდება აბსოლუტურად ადეკვატური თერაპია. ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა. ამ პროცესში ჩართული იყო, არამხოლოდ კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი და ასევე, რესპუბლიკური საავადმყოფოდან იყო გასტროენტეოროლოგი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. დაისახა კვებითი ახალი ტაქტიკა. პაციენტს აქვს გარკვეული ჩივილები, მაგალითად თავის ტკივილი, რაც ამ დროისთვის აბსოლუტურად ადეკვატურია. ჩვენ შევეცდებით ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ. პაციენტი იღებს საკვებს სქემის მიხედვით. მისი ჯანმრთელობა სრულად კონტროლირებადია," განაცხადა კონსილიუმის წევრმა ნინო შარაშენიძე. 

დღის ამბები