დღეს პარლამენტში ბრიტანეთის ელჩს ელოდებიან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ეს იაპონიის და გერმანიის ელჩების შემდეგ მაღალი რანგის დიპლომატებთან რიგით მესამე შეხვედრა იქნება.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები - ყურადღება გამახვილდება ე.წ. ვორდროპის დიალოგზე.